უკრაინის დედაქალაქში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ძარცვა ოქტომბერში მოხდა თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა – 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია. უკრაინულ ინტერნეტ-რესურსებში გავრცელებულია კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებიც, სადაც ასახულია რომეო ფიფიას და გია დანელიას დაკავება.