“ოჯახი, საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა” – მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილების ოჯახი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სამი პირისთვის – საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ან მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თანახმაა.

როგორც ნიკოლაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ როგორც პოკურორთან ისე დაცვის მხარესთან.

„ჩვენ თავის დროზეც ვესაუბრეთ მხარეებს და დავაფიქსირეთ, რომ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მით უმეტეს, რამდენადაც ვიცი, მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა. საერთო ჯამში, ოჯახს პრობლემა მხოლოდ ამ სამ პირზე არ ჰქონია. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა როგორც პროკურორთან, ისე დაცვის მხარესთან და სიტყვიერად ვუთხარით, რომ პრობლემა არ გვექნებოდა“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ “მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები