პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფო გუნდის მიმართ კიდევ ერთი მხარდაჭერა და გზავნილი, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას.
„ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა და გზავნილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ჩვენი სახელმწიფო გუნდის მიმართ, რომ ქვეყანა ადგას განვითარების სწორ გზას და გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ მტკიცედ უჭერა მხარს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გასულ წელს აჯამებს და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში ვიზიტზე წერს. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში თავისუფლებისმოყვარე მეგობრების მხარდასაჭერად ჩავიდა.