ამნისტიის პროექტის მიხედვით, შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს შეეხებათ

ამნისტიის პროექტში შევა ცვლილებები, რომლითაც დამატებითი შეღავათი შეეხებათ ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს, რომლებიც სასჯელს იხდიან. დეპუტატებს შორის არის კონსენსუსი, რომ მათ, შესაძლოა, პატიმრობა შინა პატიმრობით შეეცვალოთ.

“გათვალისწინებული იქნება შინა პატიმრობით ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ორი ძირითადი ჯგუფი, ეს გახლავთ სტუდენტები, რომლებსაც შეიძლება შეეცვალოს და მეორე ქალი მსჯავრდებულები, რომლებსაც ჰყავთ  არასრულწლოვანი შვილები. ჩამკეტი მუხლებით ამგვარი მექანიზმის დაშვება, ვფიქრობთ, ყველა შემთხვევაში სწორი მიდგომაა და სწორი დამოკიდებულებაა ამ კატეგორიის მსჯავრდებლებთან მიმართებაში. 

ერთის მხრივ, პირველ რიგში, როდესაც საუბარი გვაქვს სტუდენტებზე, შეიძლება სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა მსჯავრდებულთა შორის და ეს სწორი მესიჯი იქნება – ერთის მხრივ, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და მეორე, რაც შეეხება არასრულწლოვანი შვილების მშობლებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს იმით, რომ სწორედ არასრულწლოვანი შვილების ინტერესები შეიძლება განსაკუთრებულად მოითხოვდეს ამგვარი დამოკიდებულებას,“ – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

მსგავსი თემები