საქართველოში, ამ ეტაპისთვის კორონავირუსის ახალი შტამის ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, ინფიცირებულს ბრიტანეთთან კავშირი არ ჰქონია.
„დადასტურდა ე.წ. ბრიტანული შტამი. ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტი საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა. მასი მასალაც მოძიებულია და მიმდინარეობს კვლევაც. შესაძლოა სწორედ ის იყოს ინფიცირების წყარო. ამ კონკრეტულ შემთხვევას დიდ ბრიტანეთთან კავშირი არ აქვს, ჰქონდა სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია. შემოვიდა საქართველოში და ისევ წავიდა. როცა შემოვიდა საზღვარზე ტესტირება ჩაუტარდა და ვირუსი არ დადასტურდა. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დრეს, იმ პირველწყაროს დაუდასტურდა დადებითი. ისიც მოძიებულია და მისი კონტაქტების გამოკვლევაც მიდის“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ერთადერთი, რაც კორონავირუსის ახალ შტამზე ამ ეტაპისთვის ცნობილია, არის ის, რომ არსებულ ვირუისზე უფრო სწრაფოდ ვრცელდება.