“აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს, რომელიც სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ ძალადობას უწყობს ხელს” – ნიკოლ ფაშინიანი

“აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს, რომელიც სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ ძალადობას უწყობს ხელს” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისივე თქმით, არცახის სომხების იძულება, იცხოვრონ აზერბაიჯანის წესების დაქვემდებარებაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს

„აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს, რომელიც სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ ძალადობას უწყობს ხელს და საზოგადოებაში ეთნიკურ სიძულვილს ნერგავს, რაც დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ევროსაბჭოს რასიზმისა და არატოლერანტულობის ევროპული კომისიის და გაერო-ს რასისტული დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ. არცახის სომხების იძულება, იცხოვრონ აზერბაიჯანის წესების დაქვემდებარებაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები