ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი დავიდ სასოლის წერილს უკავშირდება, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპარლამენტის რიგი სახის აქტივობები აღარ უნდა განხორციელდეს ან დროებით დაპაუზდეს. წერილში, რომელიც Euractiv-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების აქტივობები დროებით შეჩერებულ უნდა იქნას.
მსგავსი თემები
-
„ძარცვა და არასრულწლოვნების მიმართ ტრეფიკინგი“ – შსს-მ 15 ადამიანი დააკავა
შსს-მ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე... -
„ამ კანონის, მიღების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიური შედეგები იქნება ბევრ პროგრამაზე“- აშშ-ს სავაჭრო პალატა
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაციები და როგორც წესი, არ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, მაგრამ იმის გამო, რაც... -
“ქართული ოცნების“ ოფიში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი,...