21 ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ისე დაბრუნდნენ, რომ მათ კარანტინში გადასვლა არ მოუწიოთ. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ხვალიდან, ტესტის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინი მოიხსნება.
„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში“ – განცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
თურნავას განმარტებით, სავალდებულო კარანტინი, ადამიანის სურვილით, შეიძლება ჩანაცვლდეს PCR ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, რომ მოიპოვოს PCR ტესტი, მათ უფასოდ მოემსახურებიან.