„კოვიდ – 19 – ის პიკს ნოემბრის პირველ ნახევარში ველოდებით“ – პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“

„რისკი არის ის თუ, რა დგას ამ მზარდი მაჩვენებლის უკან, რაც მეტია შემთხვევები ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა მეტია, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხეიძის მოსაზრებით მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თუ, რომელ პაციენტებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია:

„არავინ არ ამბობს, რომ შემთხვევებმა მიაღწეის პიკს, პიკს ველოდებით ნოემბრის პირველ ნახევარში, რისკი არის ის თუ რა დგას ამ მზარდი მაჩვენებლის უკან, რაც მეტია შემთხვევები ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც მეტია, მთავარია არის თუ არა ქვეყანა მზად წინასწარ ეს პაციენტები მიიღოს, ჩვენ არ უნდა დავდგეთ ფაქტის წინაშე რომ არ გვაქვს საწოლ ფონდი.

დღეს არის მეტი, ვიდრე გვჭირდება, თუ შემთხვევები გაიზარდა არსებობს სხვა გეგმებიც, დღეს რესურსი არის საკმარისი, და ყველაზე მეტი რესურსი კი არის სწორი მიდგომები, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონდე პაციენტების მიმართ, იქ უნდა იყოს ადამიანი ვისაც სჭირდება.

უნდა გამკაცრდეს იმ ადამიანების შერჩევის კრიტერიუმი, ვინც უნდა მოხვდეს საავადმყოფოში, იქ უნდა მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება.“ – განაცხადა ივანე ჩხაძიემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები