„გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერ – იანვარში“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„შემთხვევები გრიპის ყველაზე დიდი რაოდენობის მოდის დეკემბერში და მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც

რისკჯგუფს მიეკუთვნებით უნდა აიცრათ“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძეს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აცრების ჩატარება პიკამდე უნდ მოხდეს, იგი ვაქცინაციისთვს საუკეთესო პერიოდად ნოემბრის დასაწყისს მიიჩნევს:

„გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ, იდეალური ვაქცინაციისთვის არის ნოემბრის დასაწყისი, დღეისათვის არსებული რეკომენდაცია იგივე, რაც აქამდე, იყო, ჩვენ ვეცდებით მოსახლეობის უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერ – იანვარში, თუმცა იმ რაოდენობას,რაც შარშან იყო გრიპის კუთხით არ ვპროგნიზირებ, კოვიდთან დაკავშირებული რეკომენდაციები გრიპზეც მოქმედებს,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება”

მსგავსი თემები