კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის კიდევ ერთ წევრს – ინფიცირებულია დიმიტრი მხეიძე, ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს მიშა ფეიქრიშვილს. მკურნალობას ორივე პაციენტი სახლში გადის.
“ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ადგილზე მომიწია ყოფნა, თავისდაზღვევის მიზნით გავიკეთე ტესტი, რომელმაც აჩვენა დადებითი. პროცესი მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. არ მაქვს ეჭვი, ვისგან შეიძლება გადამდებოდა ვირუსი, რადგან არცერთ ინფიცირებულთან მჭირდო კონტაქტი არ მქონია,”-პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი.
“მოწამეთში ვიყავი მოსალოცად, იქიდან რომ ჩამოვედი, დავიტესტე. პასუხამდე ჩავიკეტე და და პასუხი დადებითი მოვიდა. ჩემი მეუღლეც ინფიცირებულია,”-პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” წევრი დიმიტრი მხეიძე.