საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ –  15  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 158-ს შეადგენს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  1 194 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, 328-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 

მსგავსი თემები