„მეტი ვანო ოპოზიციას“ – ეს არის ჩვენი დევიზი” – ირაკლი კობახიძე

მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი, – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის მოჰყვა, თუ როგორ შეაფასებდა ის ვანო მერაბიშვილის აქტივობას, რომელიც ახალციხეში მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, თავად იზრუნებს მათზე .

ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილს მსგავსი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის კარგი რეკლამა და პიარია.

„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს ჩვენ მადლობას გადავუხდით. ეს არის ჩვენთვის რეკლამა და პირი. მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები