მაიკ პომპეო ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პარასკევს, დილით მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიან​ს. ჯერ უცნობია, შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა, ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.

მეტი...

“ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 დაღუპული გვეყოლებოდა” – დონალდ ტრამპი

ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 დაღუპული გვეყოლებოდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი ხალხი დაიღალა კორონავირუსით, შეზღუდვებით და ექიმ ფაუჩის მოსმენით. „ხალხი დაღლილია ექიმი ფაუჩისა და ამ იდიოტების მოსმენით. ფაუჩი სასიამოვნო კაცია. ის 500 წელია, აქ არის. ყოველთვის, როცა ტელევიზიით ჩნდება, რაღაც ბომბია. მაგრამ უფრო დიდი ბომბი იქნება, თუ გაათავისუფლებ. ფაუჩი კატასტროფაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის შეფასებასთან დაკავშირებით ექიმ ფაუჩის კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ეს…

მეტი...