“ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში – სააკაშვილთან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში – სააკაშვილთან. ზურაბ ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ მასთან თანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში ეს საკითხები ამ ფორმით არ გადაწყდებოდა. ოპოზიციას მართლა ამ ორი ადამიანის ბედი კი არ ადარდებს – როგორც ჩანს, ასეთი აქტიურობითა და გამალებით რაღაცის მტკიცებით კიდევ უფრო უღრმავებენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ რაღაც დააშავეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.