კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 43 თბილისში, 27 კი იმერეთში ფიქსირდება

  •  

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გამოვლენილი 265 ახალი შემთხვევიდან,  უმრავლესობა აჭარის რეგიონში ფიქსირდება. მისი თქმით, თბილისში დღეს 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 27 შემთხვევა კი იმერეთში. 

მარინა ენდელაძის თქმით,  დღიურად, ტესტირებები დიდი რაოდენობით ტარდება, რაც თანდათანობით, კიდევ იმატებს.

“მატება განსაკუთრებულად მეტი არ არის, 6 პაციენტით მოიმატა გუშინდელთან შედარებით და ამჟამად, გვაქვს აქტიური ქეისი 3 000-მდე, ანუ ახალი მწვავე შემთხვევა. ამ 3 ათასი შემთხვევიდან მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომაროება არის მძიმე, საშუალო სიმძიმის და მსუბუქი.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 165 შემთხვევა გახლავთ, იმერეთში 27, კახეთში 6, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, სამცხე-ჯავახეთში 4, ქვემო ქართლში 3 და შიდა ქართლში 2. რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ ამჟამად 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომაროება პროგნოზულად  კეთილსაიმედია. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი. მივიღეთ ერთი პაციენტი, ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა, უმეტესობის გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის,“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

მსგავსი თემები