ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები