ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის. შესაბამისი განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ გააკეთა.

მისი თქმით, მათი ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება. ჩამოვა 27 გძელვადიანი დამკვირვებელი.

ასევე იგეგმება ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევიან.

მსგავსი თემები