კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით ლაგოდეხში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

დაკავებამდე კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამი საცხოვრებელ სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

მსგავსი თემები