ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა

რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმს ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდა დაკავებული. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის დროს. 

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში 8 დღიანი კარანტინის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდება. 

მსგავსი თემები