COVID-19-ით გარდაცვლილ 54 წლის მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

  •  

კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 54 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსი მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 სექტემბერს მძიმე თანმხლები დაავადებებით შეიყვანეს.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიამ გამოავლინა, რომ პაციენტს ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული.

“გარდა ამისა პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა მკერდუკანა ჯირკვლის სიმსივნე, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა,”- განაცხადა გია კიკაბიძემ. მისი თქმით, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დღეს დილით 10 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

უკვე მეხუთე დღეა საქართვლოში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. საგრძნობლად მატულობს დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელიც. დღეს ახალი 265იდან მხოლოდ აჭარაში 168ა ფაქტი გამოვლინდა

მსგავსი თემები