მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 980 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 980 ათასს გადააჭარბა. ყველზე დიდი მსხვერპლი „კოვიდ-19“-მა აშშ-ში გამოიწვია. გარდაიცვალა 202 ათასზე მეტი ადამიანი. ბრაზილიაში ვირუსის შედეგად დაიღუპა 138 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო ინდოეთში 91 ათასზე მეტი. სულ პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირდა 32 მილიონი ადამიანი. მათგან 22 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა. ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირებში იმატებს ევროპაში. საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 16 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთში კი ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთშიც. საერთო ჯამში, ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან ევროპის 10-ზე მეტ სახელმწიფოში. ამის…

მეტი...

“ზოგიერთ ქვეყანაში იმაზე რთული ეპიდსიტუაციაა ვიდრე მარტში, პანდემიის პიკის დროს იყო” – ევროკავშირი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ევროკავშირის განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში იმაზე რთული სიტუაციაა, ვიდრე მარტში – პანდემიის პიკის დროს იყო. ბოლო 24 საათში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ინფიცირების ანტირკორდი დაფიქსირდა. მონაცემების მატების გამო შეზღუდვების ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა პორტუგალიის მთავრობამ. ესპანეთის ხელისუფლება კი მადრიდში დამატებითი შეზღუდვების დაანონსებას გეგმავს. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. გასულ დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 149, თურქეთში 74 სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...