ქართული ვაშლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან 1 054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება. ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია – 990. 5 ტონა, ყაზახეთის რესპუბლიკა – 59. 9 ტონა, სომხეთის რესპუბლიკა – 3. 6 ტონა, დანარჩენი ქვეყნები – 0. 10 ტონა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

უწყების ცნობით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, ცხრა მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მსგავსი თემები