“ადამიანები, რომლებიც კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ, სინამდვილეში, სიცრუეს სჩადიან და ოდესღაც თვითონ იყვნენ კრიმინალის წამქეზებლები” – რატი იონათამიშვილი

“ადამიანები, რომლებიც კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ, სინამდვილეში, სიცრუეს სჩადიან და ოდესღაც თვითონ იყვნენ კრიმინალის წამქეზებლები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებია გაზრდილი, ვინაიდან მსხვერპლი ადამიანები საგამოძიებო უწყებებს ენდობიან და მას მიმართავენ.

„ის ადამიანები, რომლებიც დღეს კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ, სინამდვილეში, სიცრუეს სჩადიან და ოდესღაც თვითონ იყვნენ კრიმინალის წამქეზებლები. ეს არის სფერო, სადაც ციფრები მეტყველებს ყველაფერზე. 2006-2012 წლებში იყო განზრახ მკვლელობის 1 500 შემთხვევა და თუ ჩვენ ავიღებთ 2013-2019 წლებს, ეს მაჩვენებლი არის 100 პროცენტით შემცირებული, დაახლოებით 700 განზრახ მკვლელობაზე არის საუბარი. ერთადერთი გაზრდილი მიმართულება არის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები და ამ შემთხვევაში, მიზეზია, რომ მსხვერპლი ადამიანები მიმართავენ შესაბამის უწყებებს, რადგან გაიზარდა ნდობა უწყებების მიმართ “, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები