თბილისში კიბერუსაფრთხოების ფორუმი იმართება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ორგანიზატორების განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

მსგავსი თემები