კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის წყარო უცნობია

  •  

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლოს დადასტურებული კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმში დაფიქსირებული, 24 ქუთაისის სკოლასთან კავშირში, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში,  4 შემოტანილი (აქედან 3 მძღოლი), 3 სამედიცინო პერსონალი და 10-ზე გრძელდება კვლევა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ამ ეტაპზე 71%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობას 536 პაციენტი გადის, აქედან, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 4, ხოლო მძიმე მდგომარეობაშია- 17.

ინფექციურ საავადმყოფოში 23  პაციენტი გადის მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მსგავსი თემები