ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მსგავსი თემები