საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-19 წლისთავს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-19 წლისთავს ეხმაურება.

„19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ.

19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა.

მსგავსი თემები