„იმისთვის გვჭირდება ყველა რეგულაციას დაცვა, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა” – გიორგი გახარია

  •  

“სამწუხაროდ, გლობალური პანდემია და გლობალური ვირუსი, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„იმისთვის გვჭირდება ყველა რეგულაციას დაცვა, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვენ ყველანი ერთად დაინტერესებული ვართ, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზეც და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები

One Thought to “„იმისთვის გვჭირდება ყველა რეგულაციას დაცვა, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა” – გიორგი გახარია”

  1. I like this post, enjoyed this one appreciate it for posting.