ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კლინიკა დაკეტილია და მასში სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.

„გეგმური „პისიარ“ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“” – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დალილა ცივაძემ განაცხადა.

„გეგმური „პისიარ“ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის „პისიარ“ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი დახურული იქნება“, – განაცხადა ცივაძემ.

მსგავსი თემები