„ასეთი უაღრესად პოზიტიური შეფასება არის ქვეყნის გამარჯვება“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის მთავრობის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  „ჩვენი ქვეყანა წარმატებით მიდის წინ. რაც ყველაზე გასახარია, ამას აღნიშნავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად ეს  არ უნდა იყოს მაინცდამაინც მიკუთვნება ერთ პარტიაზე. ქვეყანა მიდის წინ, ქვეყანა ვითარდება და ამის აღნიშვნა ერთიორად სასიამოვნოა“.

მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებით  წერტილი დაესვა ქვეყნის შიგნით საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესს ხელი ეშლება, უცხოური ინვესტიციები პრობლემების ქვეშაა და ასე შემდეგ, „ამ სპეკულაციებსაც წერტილი დაესვა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელი წლის განმავლობაში ე.წ. ნეგატიური პიარი ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პოზიციამ ძალას გადააჭარბა, უკანონოდ მოიქცა და ასე შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიციის მოქმედება იყო კანონიერი.

დასკვნა ყველა მიმართულებით არის  პოზიტიური. არის გამოწვევებზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ამ მიმართულებითაც ბრძოლას და მუშაობას და ბუნებრივია, ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიქნებით ისევე ადეკვატურები, როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი თემები