საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება, 123-მა სტუდენტმა მოიპოვა

2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება მოიპოვა 123-მა, ხოლო გრანტი გაიუმჯობესა 139-მა სტუდენტმა.

“თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე” – ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელიწადში ერთხელ ტარდება და შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება. საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები