“ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ” – ამირან გამყრელიძე

  •  

“ქუთაისის სკოლის კლასტერში 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რომ აგვისტოს ბოლო რიცხვებში ერთდროულად რამდენიმე დიდი სადღესასწაულო-საქორწინო ღონისძიებების ჩატარებამ რამდენიმე კლასტერი ჩამოგვიყალიბა.

,გურიის კლასტერი დროულად შევაჩერეთ და არ არის იქ დიდი გავრცელება. გუშინ გამოვლენდა ქუთაისის კლასტერი, ასევე ცაგერის კლასტერი. ცაგერში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, მთლიანად ხდება ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე სოფლების გამოკვლევა. 450 ნიმუში იქნა გუშინ გამოკვლეული და დღეს გვეცოდინება შედეგები. სამწუხაროდ, ასევე დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში და გვაქვს დაკავშირებული შემთხვევები ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ენგურჰესზე და ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ გალსა და ზუგდიდს შორის. იქაც მიმდინარეობს ლოკალიზება ამ პროცესის. ქუთაისის სკოლის კლასტერში 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა. ყველა ეს დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მთავრობას,რომ თავი უნდა შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან. ეს გახლავთ მომატებული რისკის ფაქტორი ინფექციის შემდგომი გავრცელების. თუ ჩვენ ამ კლასტერებს დროზე მოვუვლით და არ მივცემთ ინფექციას გავრცელების საშუალებას, რა თქმა უნდა, დროულად შევაკავებთ,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები