“ჩვენ გვაქვს საშუალება ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით“, – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იყო მოლოდინი, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდებოდა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარდა.

„ყველასთვის ცნობილია, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელია, ეს არის 87 ინფიცირებული. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვასაუბრობდით იმასთან დაკავაშირებით, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იყო მოლოდინი, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამას რა თქმა უნდა, თან ახლდა იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც შეთანხმებული იყო როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე კლინიკურ ჯგუფთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ეკონომიკისთვის საშუალება მიგვეცა.
ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩავატარეთ  როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა მოცულობები ლაბორატორების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ მოვმზადებულიყავით  შემოდგომისა და ზამთრის პერიოდისთვის, როდესაც  ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდას ველოდებით. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დღეს მიღებული ერთობლივად შეჯერებული გადაწყვეტილებები  და მოხდა ასევე სწავლის გადავადებაც მხოლოდ დიდ ქალაქებში. ეს დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე აქ ჩვენ გვაქვს საშუალება ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები