“გლობალურმა პანდემიამ წელს ცუდ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ მთავარი ადამიანზე ზრუნვა უნდა იყოს” – გიორგი გახარია

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლიდან წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარის გზის პროექტი დაიწყება, ხოლო მცხეთაში არსებული კინოთეატრი მუზეუმად გადაკეთდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის გამო არ შეჩერდება, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი მათი განხორციელების სისწრაფე გაორმაგდება.

„მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ – ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არცერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარი 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის. მცხეთისთვის ტურიზმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, გამოვიდა ისე, რომ გლობალურმა პანდემიამ წელს ცუდ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ მთავარი ადამიანზე ზრუნვა უნდა იყოს. ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა გვაქვს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, დღეს ჩვენ უკვე ვართ მზად იმისთვის, მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილსაც. რასაც გავაკეთებთ მომავალში, ეს არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი მუზეუმად გადაკეთდება.

„გაკეთდა და კიდევ გაკეთდება 24 სკოლის რეაბილიტაცია. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდგომ მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები

6 Thoughts to ““გლობალურმა პანდემიამ წელს ცუდ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ მთავარი ადამიანზე ზრუნვა უნდა იყოს” – გიორგი გახარია”

  1. What’s up to every one, the contents present at this
    site are genuinely remarkable for people knowledge, well, keep up the nice work
    fellows.

  2. I love your blog.. very nice colors & theme. Did you create this
    website yourself or did you hire someone
    to do it for you? Plz respond as I’m looking to create my own blog and would like to know where u got this from.
    appreciate it

  3. Hi, its pleasant paragraph concerning media print, we all be familiar with media is a fantastic
    source of data.

  4. Every weekend i used to visit this web site, because i want
    enjoyment, for the reason that this this website conations really nice
    funny information too.

  5. With havin so much written content do you ever run into any issues of plagorism or copyright infringement?
    My site has a lot of exclusive content I’ve either written myself
    or outsourced but it appears a lot of it is popping it up all
    over the web without my authorization. Do you know any
    techniques to help protect against content from being stolen? I’d certainly appreciate it.

  6. WOW just what I was looking for. Came here by searching for Love on Labroots