“80 წლის კაცს არ ჰქონია შემხებლობა იმ 62 წლის ქალთან, რომელიც მარნეულის კლინიკიდან გუშინ გადმოიყვანეს” – პაატა იმნაძე

  •  

მარნეულიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობის გამო ის მართვით სუნთქვაზეა.

80 წლის კაცს არ ჰქონია შემხებლობა იმ 62 წლის ქალთან, რომელიც მარნეულის კლინიკიდან გუშინ გადმოიყვანეს. 80 წლის კაცის პასუხი კი, ხვალ დილით გახდება ცნობილი.

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ბათუმში. ინფიცირებულია ავსტრიელი პილოტი, რომელსაც გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, პაციენტი აჭარის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ავსტრიელი პილოტი თავის ნომერში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, რის შემდეგადაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ადამიანები თვითიზოლაციაშიც იმყოფებიან. საკარანტინო ზონები კი, სასტუმროებშია მოწყობილი. ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, როგორც კი დაუდგინდა ტესტით დადებითი პასუხი, მაშინვე გადავიყვანეთ საავადმყოფოში,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები