“შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს” – მარინა ენდელაძე

  •  

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ზეგისთვის, შესაძლოა, კიდევ 5 გამოჯანმრთლებული პაციენტი დაემატოს. 

“დღეს ლუგარის ლაბორატორიაში სამი ადამიანის ანალიზი გავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს. ასევე, ორზე, პირველადი კვლევა უარყოფითი მივიღეთ. შესაძლოა, ზეგისთვის, 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს,” – განაცხადა  მარინა ენდელაძემ. 

მისი თქმით, 8 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 1 იყო ძალიან მძიმედ, ორ მათგანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა.

“8 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 1 იყო ძალიან მძიმედ, ორ მათგანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. მინდა დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ თუკი დროულად მივხედავთ თავს და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ამჟამად, ჩვენთან არსებული პაციენტებიდან კი, ორის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პროგნოზს ჯერ ვერ გეტყვით. არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ეტაპზე, არ არიან მძიმედ, თუმცა შესაძლებელია მათი მდგომარეობის დამძიმებაც. 

მსგავსი თემები