“ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას” – “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადება

  •  

“ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა მცირე ხარვეზებს, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პრობლემა აღმოიფხვრება.

“ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა, ასე გამოეხმაურა: “ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”.

მსგავსი თემები