“სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ევროპიდან არის, მფრინავია” – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

  •  

აჭარის რეგიონში, კლინიკაში კარანტინიდან გადაყვანილი ექვსი ადამიანის სინჯებიდან სამზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მათ შორის. ერთ-ერთი ინფიცირებული კლინიკაში სასტუმროდან გადაიყვანეს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

სამივე ახალ ინფიცირებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და სამივე შემთხვევა იმპორტირებულია.

„ყველა კონტაქტი არის იდენტიფიცირებული. აღნიშნული პირი ექვსი დღეა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, არის ჩრდილოეთ ევროპიდან, მფრინავია და საქართველოში შემოვიდა, ვიდრე საჰაერო სივრცე ჩაიკეტებოდა. ბუნებრივია, სასტუმროში გატარდა შესაბამისი ზომები. ამ მოქალაქეს საკუთარი ქვეყანა სპეცრეისით დააბრუნებს საკუთარ სამშობლოში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ

მინისტრის ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მეორე ინფიცირებულს, ის აშშ-საქართველოს მოქალაქეა.

ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი ინფიცირებულია.

მსგავსი თემები