“დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ იმ რეისებზე ისაუბრა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით, დღეს ერთი რეისი განხორციელდება ბერლინიდან, ხოლო ხვალ საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან ბერძნული ავიაკომპანიის ავიარეისის მეშვეობით ჩამოფრინდებიან. „კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი,…

მეტი...

„დაიწყება კარდაკარ სიარული შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი რეაგირებისთვის“ – გიორგი გახარია

„ხვალ დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად. „ხვალ…

მეტი...

“ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია” – ეკატერინე ტიკარაძე

მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება. ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება მოსახლეობის კითხვების საპასუხოდ გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. “უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება”, -აცხადებს ტიკარაძემ.

მეტი...

“მარნეულელი ქალის კონტაქტები უკვე გამოვლენილია” – პაატა იმნაძე

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. “ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი” , – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„რაიონში ვითარება სრულიად კონტროლირებადია და არანაირი პანიკის ნიშნები არ არის“ – გოგი მეშველიანი

პარლმენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი   მეშველიანმა ბოლნისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაიონში ვითარება სრულიად კონტროლირებადია და არანაირი პანიკის ნიშნები არ შეინიშნება. მისი თქმით, ის ამჟამად საკარანტინო ზონაში იმყოფება, სადაც ვითარებას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, რომლებიც პიკეტების დაცვას უზრუნეველყოფენ „მობილიზებულია ჯანდაცვის სამსახურები, თვითმმართველობა, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უშუალოდ რისკის ზონებში თითოეული მოქალაქის შემოწმებას სპეციალური თერმოსკანერით და თითოეული საეჭვო შემთხვევისას, როგორც კი სამედიცინო პერსონალს გაუჩნდება ვარაუდი, რომ პიროვნება შეიძლება დაავადებული იყოს ახალი კორონა ვირუსით, თითოეული ადამიანი დაგაყვანილი იქმება საკარანტინო ზონებში, სადაც მათ ჩაუტარდებათ…

მეტი...

„მარნეული და ბოლნისი ჩაკეტილობას არ იგრძნობენ“ – ნათია თურნავა

„მიუხედავად იმის, რომ კარანტინი გამოცხადდა ბოლნისს და მარნეულს არაფრის დეფიციტი არ ექნებათ“ – ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა აცხადებს, რომ მაქსიმალურად მოხდება აღნიშნულ რაიონებში სასტუმროების მობილიზება. „ამ ყველაფერს ბიზნესიც გაგებით უნდა მოეკიდოს, მადლობელი ვარ, რომ ჩვენს მოწოდებას მაღალი დონის სასტუმროები შემოუერთდნენ. ესაა ჩვენი დაცვა, ესაა თქვენი დაცვა, რომ დავიცვათ კარანტინი ნორმალურად. მარნეული და ბოლნისი ჩაკეტილობას არ იგრძნობენ მათ არაფრის დეფიციტი არ შეექმნებათ.” – განაცხადა თურნავამ

მეტი...

„ქვემო ქართლის მოსახლეობამ გაიგო, რომ საფრთხე რეალურია“ – თამაზ ნავერიანი

მარნეულსა და ბოლნისში „ახალი კორონავირუსი“ სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან გავრცელდა. ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი ვერსია, რომელზეც ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ, სწორედ ეს არის. როგორც მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერაიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ყველა კონტაქტი დადგენილია, ვისთანაც დაინფიცირებულ ადამიანს ახლო კავშირი ჰქონდა.   „დაინფიცირებული 67 წლის ადამიანი არის ადგილობრივი, მარნეულიდან. თუმცა, მას აზერბაიჯანში მოგზაურობა არ უფიქსირდება. მისი და, რომელიც სოფელ ნახადურში ცხოვრობს, იმყოფებოდა აზერბაიჯანში. სავარაუდოდ, სწორედ  მან შემოიტანა ვირუსი.  მას სიცხე აქვს, თუმცა, „კორონავირუსი“ არ უდგინდება, არ არის გამორიცხული, უკვე  გადაიტანა. საქმეს ართულებს ის, რომ  დაინფიცირებულმა მოიარა წლისთავი, ბევრ ადგილას იყო მისული. მისი…

მეტი...

ოთხშაბათიდან მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დაიწყება

სწრაფი ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ორ დღეში მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა იქნება. „როგორც დავაანონსეთ, უკვე ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად მოახერხონ კორონავირუსის აღმოჩენა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე, გადანაწილებულია, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა…

მეტი...

ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მთავრობამ საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები. „საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

„საკარანტინე სივრცის მოწყობა სრულდება, ქალები, კაცები, ბავშვები ჰოსპიტალში იზოლირებულად მოთავსდებიან” – მდგომარეობა მარნეულში

მარნეულში საკარანტინე სივრცის მოწყობა თითქმის დასრულდა. „ჯეო ჰოპიტალის” ტერიტორიაზე“ განთავსებულ საველე ჰოსპიტალში შესაბამისი ინვენტარი შეაქვთ. „მედიაცენტრი მთავარი“ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს თამაზ ნავერიანს ესაუბრა. ნავერიანის ინფორმაციით ჰოსპიტალში კარვები იზოლირებულია და კარანტინში მყოფ ადამიანებს ყველა პირობა ექნებათ. ნავერიანის განცხადებითვე რეგიონში საკვების დეფიციტი არ შეიქმნება: „ამ წუთის მდგომარეობით, კარვები დადგმულია. დამთავრებულია, საკარანტინე სივრცის მოწყობა. შეგვაქვს უკვე ინვენტარი, საწოლები. სულ  7 კარავი გაიშლება „ჯეო ჰოსპიტალის“ ტერიტორიაზე. არასრულწლოვნებისთვის კარვები ცალკე იშლება, ქალებისთვის ცალკე, კაცებისთვის ცალკე, იზოლორებილად. მოსახლეობამ თავიდან ვერ გააცნობიერა, მაგრამ ახლა უკვე შეგნებულად უდგებიან, მაგრამ უკვე მიხვდნენ. ათ-ათ კაცის სემადგენლობით 10 ჯგუფი შეიქმნა, და…

მეტი...

„დავბლოკოთ საიტები, საიდანაც მუდმივად მოდის ნეგატიური შეტყობინებები და შუქდება უარყოფითი ამბები“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„არაა რეკომენდირებული მუდმივად თვალყურს ადევნებდეთ ვირუსთან დაკავშირებულ ამბებს. ალბათ, ეს ვირუსი გვახსენებს, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვავიწყდა და გამოგვრჩა ყოველდღიურ ყოფაში დაკარგულებს და დღეს დროა შევჩერდეთ, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე!  უმჯობესია, არ ვიფიქროთ პრობლემაზე, რომელიც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობის სახიფათოა” – რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დავძლიოთ სტრესი და პანიკა, „მედიაცენტრ მთავართან“  ფსიქოლოგი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი სალომე ვერულაშვილი საუბრობს. სოფო ვერულაშვილი: Covid-19 ვირუსის  გამო, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სამსახურების დიდი ნაწილი გადასული არიან მუშაობის ონლაინ რეჟიმზე,    სკოლები და…

მეტი...

„ყველა ადგილობრივი მედია მარნეულში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს“ – გიორგი გახარია

„რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხაზგასმით ვამბობ – ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. „პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც,“…

მეტი...

ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება. ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი ანუ ჯამში უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება ამ მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს…

მეტი...

მარნეულში 150 კაციან საველე ჰოსპიტალს ამზადებენ, მდგომარეობა რთულდება

„ყველა მათგანი, ვინც ახლა ბოლნისსა და მარნეულშია, დარჩებიან ჩაკეტილ სივრცეში“ – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის ინფორმაციით „ჯეო ჰოსპიტალის“ ტერიტორიაზე მოეწყობა საველე ჰოსპიტალი და განთავსდება კარვები. „იქნება 150 კაციანი საველე ჰოსპიტალი, მდგომარეობა რთულდება. ამ წუთში ხდება ადგილის მოსუფთავება.მოსახლეობა, რომელიც ახლა ბოლნისსა და მარნეულშია დარჩებიან ჩაკეტილ სივრცეში ორი კვირის განმავლობაში. შეიქმნება მოხალისეთა 40 კაციანი ჯგუფები, რომლებიც მოემსახურებიან სოციალურად დაუცველებს და მოხუცებს. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს სპეციალური ეკიპირებით შეეძლებათ გამოსვლა, ეს ეხება ექიმებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეტი...

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მეტი...

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ” – ანგელა მერკელი

“გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა” – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა სილამაზის სტუდიები და მასაჟის ცენტრები, რესტორნებს კი მომხმარებლისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება მიეცათ. „ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვის დროს და მოქალაქეებს ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება. მან კარანტინში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმს, რომელმაც პარასაკევს პნევმოკოკის საწინაღმდეგო ვაქცინა ჩაუტარა, კორონავირუსი დაუდგინდა.…

მეტი...

იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა. გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 560-ია.

მეტი...

“სწრაფი ტესტები პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის” – გიორგი გახარია

“სწრაფი ტესტები ეს არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ სწრაფ ტესტს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა სტრატეგია არის აღებული  ქვეყნის, გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა სწრაფი ტესტების შემოტანა, ამბობს, რომ არ დაგვიანდა და ვინც ამ კითხვას სვამს, წარმოდგენა არ აქვს როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება. „სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ, ზოგი დამატებით მოგების მიღებას და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება, თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ, ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის,  არანირი ბენეფიტები არ გვაინტერესებს,  რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობის და ეკონომიკისთვის, გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

მარნეულსა და ბოლნისში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს, ადგილზე სრული იზოლაციაა – „მედიაცენტი მთავარის“ რეპორტაჟი

ქვემო ქართლის 2 მუნიციპალიტეტი – მარნეული და ბოლნისი სრულ იზოლაციაშია. გადაადგილება იკრძალება, შიდა მოძრაობაც კი. რა ხდება ამ წუთებში ადგილზე, „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიყტობთ. მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში სპეციალური ე.წ. ბლოკ პოსტები, დამცავი ბარიერებია გახსნილი. ადგილზე სრული იზოლაციაა. სიტუაციას  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს ძალები აკონტროლებენ. მგზავრების ნაწილისთვის ამდენი პოლიცია, შეიარაღება, ტექნიკა და ფორმიანი ადამიანი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არც იცოდნენ რა ხდებოდა. „არაფერი ვიცოდი, მივდიოდი საქმეზე და აგერ რას ვხედავ. მეგონა ნარკოტიკების სპეცოპერაცია იყო. არ მიშვებენ როგორც მეუბნებიან, უკან უნდა დავბრუნდე და სახლიდან არ უნდა გამოვიდე,…

მეტი...

„თუ კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“ – გიორგი გახარია 

საქართველოს პემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „აირზენა“ ელოდება, რომ მეტ ფულს გადაუხდიან.  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა. „ არავის დაავიწყდეს, რომ თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს, კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ – ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.  პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად,…

მეტი...

“სიტუაცია საკმაოდ რთულია” – 67 წლის დაინფიცირებული ქალი მაღაზიაში მუშაობდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი 

„დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი“ – ეს საგანგებო განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა და მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების მიზეზებზე ისაუბრა.    „ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს…

მეტი...

“მარნეული და ბოლნისი კარანტინის მკაცრ რეჟიმზე გადადიან, იკრძალება შესვლა და გამოსვლა” – გიორგი გახარია

“მოხდა შიდა გადაცემა, აღრიცხული გვყავს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 450 პირი” – ამის შესახებ ამ წუთებში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია საუბრობს. გახარიას ინფორმაციით მთავრობამ გასცა განკარგულება მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდეს. “ამ დროისთვის ინფიცრებული გვყავს 54 პაციენტი, კარანტინშია 3254 ადამიანი. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა. მარნეულში მყოფი ქალბატონის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. აქ სამწუხარო გახლავს ის, რომ შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი, დადგინდა 450 საკონტაქტო პირი და ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ხვალიდან ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ შემოწმებას დაიწყებენ. სიტუაცია საკმაოდ რთულია, მივიღეთ გადაწყვეტილება…

მეტი...

„საშიშ ადამიანებს პოლიციელები სახლთან დარაჯობენ!“ – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ რედაქტორი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, თუმცა, გარეთ დასეირნობენ. „დღეს, მთელი დღეა, ჩემს კორპუსთან, ერთ-ერთ სადარბაზოსთან პოლიციელები, დაბურულ მანქანაში გაუნძრევლად სხედან, ხან შუშები აქვთ ჩამოწეული, ხან აწეული. საღამოს მეორე მანქანაც დაემატა. დიდი ეჭვი მაქვს, თვითიზოლაციაში მოქცეულს დარაჯობენ. რა საშიშები და სამარცხვინოები ხართ, დღე არ გავა სამართალდამცველებს თქვენი კარანტინში იძულების წესით გადაყვანა რომ არ მოუწიოს. ამდენი გამოწვევაა ქვეყანაში, ამდენი პრობლემა, ბეწვის ხიდზე გავდივართ და კარდაკარ უნდა გდიონ პოლიციელებმა, რომ თქვენც დაგიცვან და გარშემომყოფებიც თქვენგან დაინფიცირებისგან!“ – წერს ეკა გულუა

მეტი...