საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება

  •  

საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ “ფეისბუქს“ დაემატა გრაფა – „ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.

„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების  დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, – ვკითხულობთ „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები