“მარნეულში დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი იკვეთება უკვე” – აკაკი ზოიძე

  •  

“მარნეულში დაახლოებით 1700 მდე კონტაქტი იკვეთება უკვე. თავიდან 90 იყო, ხოლო მათგან ეს რიცხვი მივიღეთ” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ექიმმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა აღნიშნული პირის მოკვლევა და იზოლაცია იქნება საჭირო. ზოიძე თვლის, რომ მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ შემდეგ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, მაგალითად იზოლაცია.

“ახლა გვაქვს 54 შემთხვევა, ყველაზე უფრო ცუდ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 540-მდე, ანუ 10-ჯერ მეტი შემთხვევა. ავიღებ უჰანის მაგალითს, როდესაც ჯერ სიმპტომები გამოვლენილი არ არის. 540 ადამიანის დაჭერა 3 მილიონ ადამიანში, სწრაფი ტესტის მეშვეობით, არის აბსოლუტური ნონსენსი”, – განაცხადა ზოიძემ.”

მსგავსი თემები