ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს.

თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება ეცვლება და საბოლოო გადაწყვეტილებამდე პასპორტის ჩაბარების ვალდებულება უწესდება.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უღიარებია.

„მას აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ჯგუფურ დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას, დაზიანებას, ცივი იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები