საკოორდინაციო საბჭო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციას ურჩევს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

„სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ თვითიზოლაციას, რათა თავიდან იქნას არიდებული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები