“ვცდილობთ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩინელებმაც და იტალიელებმაც” – თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენ ვიყენებთ ისეთ მედიკამენტებს რაც უკვე გამოყენებულია ამ დაავადებასთან საბრძოლველად, არანაირ ექსპერიმენტს არ ვატარებთ“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე თვლის, რომ დაავადებასთან ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ მსოფლიო გამოცდილებით. მისივე ინფორმაციით ეფექტურია დამხმარე და სიმპტომური კმურნალობა.

„ძირითადი მეთოდი ჟანგბადით მკურნალობაა, განსაკუთრებით მწვავე რესპირაციის დროს. ვცდილობთ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩინელებმაც და იტალიელებმაც. რამოდენიმე მეთოდია უკვე არსებობს დიაგნოზის დასასმელად, არის  სწრაფი მეთოდი, რომელიც  ათ წუთში სვამს დიაგნოზს, ეს ჯერ არაა საქართველოში, მაგრამ ნაკლებ სარწმუნოა. დღეისთვის ოქროს სტანდარტი ის კვლევაა რაც გვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში. ჩვენ ვაკეთებთ თერმო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალებზე სინჯს, თუმცა სისხლის ტესტიც დაშვებულია,მაგრამ მიმაჩნია, რომ ალბათობა სისხლში არის ნაკლები. მნიშვნელოვანია,ასევე სასუნთქი გზებიდან აღებული ნაცხი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

მსგავსი თემები