სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში დღეიდან 16 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის საგანაგებო სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, სომხეთსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება.

აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანსა და რუსეთის მთავრობის მეთაურ მიხაილ მიშუსტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ.

მსგავსი თემები