მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს sms შეტყობინების სახით უგზავნის

საქართველოს მთავრობა, მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს sms შეტყობინების სახით უგზავნის:

“დაიცავით პირადი ჰიგიენა; აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია; საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები; მაღალი სიცხისა და ხველებისას, მიმართეთ ექიმს. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერია sms შეტყობინებაში, რომელსაც თან მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის – stopcov.ge ლინკი ახლავს.

მსგავსი თემები