სამშაბათს ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ

საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებით, 13 მარტს ქალაქის ქუჩების კურთხევა მოხდება. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, „ახალ კორონავირუსთან“ დაკავშირებით,  ეკლესიამაც გადაწყვიტა, გარკეულ ზომებს მიმართოს.

„მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა, გარკვეული სახის ზომები მიიღოს. ზოგი ამას ლოცვაში გამოხატავს, რომელიც  დღეს 12:00 საათზე შესრულდება და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის“ – განაცხადა არქიდიაკონმა.

ასევე, სასულიერო პირის ინფორმაციით, ხვალ ქუჩების კურთხევაც დაიწყება.

„ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

მსგავსი თემები