ვირუსით ინფიცირებული 2 ტურისტი ყოველ დღე რესტორნში დადიოდა, გაფრთხილება მათ ვინც ამ რესტორას სტუმრობდა   

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ 3 ჩეხი ტურისტი, რომელსაც „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდა მათ რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია. რესტორნის ადმინისტრაცია ყველს მიმართავს, ვინც ამ დაწესებულაბას სტუმრობდა და აფრთხილებს. “მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …ვინც…

მეტი...

ამერიკაში სკოლები დაიხურა, შესაძლოა სწავლა წლის ბოლომდე ვერ განახლდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ახალი კორონავირუსის“ მოჭარბებული გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, სკოლები დაიხურა. შესაძლოა, სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე ვერ განახლდეს. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსი“ 49 შტატშია გავრცელებული და ვირუსის მეტად გავრცელების საფრთხეც დიდია. რაც შეეხება  დაღუპულთა რაოდენობას, 60-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 3 500-სს აღწევს. .

მეტი...

ყველაზე დაბალი იმუნიტეტის მქონე ბენეფიციარები, ვინც ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, პრეპარატებს სახლშიც მიიღებენ

„ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასა და ამ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს არაფერი ემუქრებათ და საჭიროების შემთხვევაში, მათ პრეპარატებს ადგლზე მიაწვდიან“ – ეს ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, „კორონავირუსის“ საფრთხის გამო, პრეპარატზე უარი ერც ერთ ბენეფიციარს უთქვამს. „დღესდღეისობით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით  ერთდროულად სერვისს იღებს დღეი 9 000 ბენეფიციარი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. 21-ვე ჩვენს სერვის ცენტრებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები დღეში ორჯერ, როგორც დადგენილია ეს შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ასევე, სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩენ გვაქვს მზაობა, ყველა ადამიანს, რომელიც იყო სარისკო…

მეტი...

ახალი საკარანტინო ზონა საირმეშიც გაიხსნა

საირმეში მოწყობილ საკარანტინო ზონაში საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები უკვე მოხვდნენ. ისინი ქვეყანაში გვიან ღამით დაბრუნდნენ,  კერძოდ, მარსელიდან ქუთაისში. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კურორტზე ყველა პროტოკოლური წესი დაცულია. „შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, კურორტ საირმეზე ახალი საკარანტინო სივრცე გამოიყო. ეს საჭირო გახდა  იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დამატებით დასჭირდებათ კარანტინში მოთავსება. ადგილზე ყვალაფერი მზადაა, პერსონალიც მობილიზებულია, ადმინისტრაციული შეხვედრებიც გვქონდა და რასაც პროტოკოლი ითვალისწინებს, ყველაფრისთვის მზად ვართ“ – განუცხადა გოჩა გიორგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.     

მეტი...

ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ყველა ასაკოვანი თვითიზოლაციაში მოექცევა

ბრიტანეთის ხელისუფლება 70 წელს ზევით ყველა ადამიანს თვითიზოლაციაში მოაქცევს. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხე გაიზარდა. ადგილობრივი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამონაკლისი არავინ იქნება, ასაკში შესულ ყველა ადამიანს ამ გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება მოუწევს. „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება,  დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში გადავიდეს. მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, უახლოეს პერიოდში მოუწოდებენ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში“ იყვნენ სახლში,“- აცხადებს  მეთ ჰენკოკო. გარდა ამისა, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას ასევე რეკომენდაცია მიეცა, კომუნიკაციისას 2 მეტრიანი დისტანცია დაიცვან. ამ ეტაპისთვის, დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა…

მეტი...