“ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ”- გიორგი კეკელიძე

“ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ” – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოველ დღე დაიდება 5 წიგნი, რომლის წაღებაც შეეძლება ნებისმიერ ადამიანს და შეუძლიათ ის უკან არც დააბრუნონ.


“ბოდიში, რომ შესაბამისად ვერ გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილით 10 საათზე, ბიბლიოთეკის შესასვლელთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში, თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში.

მადლობა თქვენ მოთმინებისთვის! მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის!

კორონა წავა მალე!” – წერს გიორგი კეკელიძე.

მსგავსი თემები